11:55 | 2020-05-14 ავტორი: Prime Time

„პრაიმტაიმის“ სტატიას რუსული და სომხური მედია ეხმაურება – „კანონიერი ქურდები“ VS სალომე ზურაბიშვილი

„პრაიმტაიმის“ სტატიას რუსული და სომხური მედია ეხმაურება – „კანონიერი ქურდები“ VS სალომე ზურაბიშვილი

„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიას – „კანონიერმა ქურდებმა სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივლეს“ – რუსული მედია ეხმიანება.

 

„კანონიერმა ქურდებმა“ სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივლეს
2020-05-12„კანონიერმა ქურდებმა“ სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივლეს

 

გამოცემა Прайм Крайм წერს, რომ ქართველმა კრიმინალურმა „ავტორიტეტებმა“ საქართველოს პრეზიდენტს მოქალაქეობის ჩამორთმების გამო უჩივლეს.

 

„სააგენტო „პრაიმტაიმმა“ შეიტყო, რომ „კანონიერმა ქურდებმა“ სარჩელი შეიტანეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.

 

საქმე ეხება პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კრიმინალური „ხელისუფლების“ წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ“, – წერს Прайм Крайм.

 

ფაქტს ეხმაურება სომხური მედიაც. გამოცემები informer.am და newshay.com „პრაიმტაიმზე“ დაყრდნობით „კანონიერი ქურდების“ ინტერესების დამცველი ადვოკატის, თამარ აბესაძის კომენტარს ციტირებენ.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X