23:56 | 2020-10-21 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა ქალი

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა ქალი

ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი ჰქონდა, 30 წლის აინიტ ღაზაიანია. ის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფიდან იყო.

 

უცხო ენების პედაგოგი სოფლის სკოლაში ასწავლიდა. ამის გამო, საგანამანთლებლო დაწესებულებაში სწავლა დღეს, 21 ოქტომბერს შეწყდა. დირექტორის თქმით, 190 მოსწავლე თვითიზოლაციაში გადავიდა.

 

ნინოწმინდის კლინიკის მთავარი მენეჯერის თქმით, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას 17 ოქტომბერს, სუნთქვის გართულების გამო მიმართა.

 

ნატო ირემაძე ამბობს, რომ პაციენტი ცხელების სინდრომით თბილისში გააგზავნეს. ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში 18 ოქტომბერს შეიყვანეს. მას ორმხრივი პნევმონია და ცხელება აღენიშნებოდა.

 

კორონავირუსით გარდაცვლილების შესახებ მონაცემები რეგიონების მიხედვით - 21 ოქტომბრის ქრონიკა
2020-10-21კორონავირუსით გარდაცვლილების შესახებ მონაცემები რეგიონების მიხედვით - 21 ოქტომბრის ქრონიკა

 

მკურნალი ექიმის თქმით, ჰქონდა ჭარბი წონა და თანმხლები დაავადებები. ცხელების ცენტრში მას კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა იგი მანამდე გარდაიცვალა, სანამ პასუხი მოვიდოდა.

 

თანასოფლელები ამბობენ, რომ გარდაცვლილი თბილისიდან ჩამოასვენეს და დაკრძალეს.

 

ახალგაზრდა ქალი 19 ოქტომბერს გარდაიცვალა, თუმცა კორონავირუსით გარდაცვლილად დღეს ჩაითვალა, რადგან ტესტის პასუხი ბოლო 24 საათში გახდა ცნობილი.

 

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვალების ორი ფაქტია რეგისტრირებული. რეგიონში პირველი შემთხვევა ვალეში დაფიქსირდა.

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X