17:40 | 2021-04-15 ავტორი: Prime Time

ცნობილია, ვინ არის პირი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დააკავეს

ცნობილია, ვინ არის პირი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი გ.მ.დააკავეს.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის შიო მენაბდის შვილი, გიორგი მენაბდეა.

 

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრები გაავრცელა

 

 

შსს ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

 

მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X