22:47 | 2021-08-01 ავტორი: Prime Time

პრაქტიკულად, მაქსიმალური რიცხვია, რაც საქართველოს როდესმე ჰქონია – თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებულებზე

პრაქტიკულად, მაქსიმალური რიცხვია, რაც საქართველოს როდესმე ჰქონია – თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებულებზე

“ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საყურადღებოა, მაგრამ ჯერ არ არის საგანგაშო. იმის თქმის უფლებას, რომ საგანგაშო არ არის, გვაძლევს მხოლოდ ერთი ფაქტი, ჯერჯერობით, კლინიკური სექტორი უძლებს ამ დიდ გამოწვევას, რომლის წინაშეც არის”,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

 

“ძალიან სერიოზული დატვირთვაა და ჯერ პაციენტების კლინიკურ მომსახურებაში არ შექმნილა არანაირი პრობლემა და კრიზისი ისეთი, რომელიც გვაფიქრებინებდა იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი ვეღარ მართავს სიტუაციას. მიუხედავად პაციენტების ასეთი დიდი რაოდენობისა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ციფრია, რომელსაც ყურადღება არ ექცევა, ეს არის აქტიური კოვიდ ავადმყოფების რიცხვი.

 

ესენი არიან კოვიდ ავადმყოფები, რომელსაც დიაგნოზი დაუდგინათ და ჯერ განკურნებულები არ არიან, ასეთი არის 31 500 დღეისთვის. პრაქტიკულად, მაქსიმალური რიცხვი, რაც საქართველოს როდესმე ჰქონია. ნოემბერ-დეკემბერში იყო 32 ათასი. ანუ, პრაქტიკულად ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს გავუსწორდით და დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ავტორი: Prime Time

X