
ქვეყნის მომავალი პრემიერი ძლიერი გუნდის ლიდერი უნდა იყოს, რომელმაც სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გაატაროს – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ქვეყნის პრემიერი ძლიერი გუნდის ლიდერი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს ხედვა, ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან ქვეყანას როგორ გამოიყვანს, ეკონომიკაში როგორ დაწევს გადასახედებს, როგორ გაუადვილებს ცხოვრებას ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ამ გამოწვევის დროს.
როგორ გადატეხს სასამართლოში იმ მემკვიდრეობას, რომელიც ვერ მოვიშორეთ, როგორ წაიყვანს ქვეყანას თავისუფალი სამყაროსკენ. მოკლედ, ახლა რომ დაგიხასიათოთ როგორი უნდა იყოს, „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს“, – განაცხადა ბოკერიამ.
ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებაზე ოპოზიციური პარტიები აქტიურად საუბრობენ. დღეს, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არ განიხილება.























