22:11 | 2020-04-13 ავტორი: ანეტი მიქელაძე

პრემიერ-მინისტრი საპატრიარქოში იმყოფება

პრემიერ-მინისტრი საპატრიარქოში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს საპატრიარქოში იმყოფება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

 

არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში შეხვედრა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ თემატიკას შეეხება.

 

მანამდე საპატრიარქოში იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მონაწილეობდნენ. ნაწილმა შენობა უკვე დატოვა და კომენტარები არ გაკეთებულა.

 

საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X