
,,პრემიერ-მინისტრი თუ საჭიროდ ჩათვლის, რომ შობა სახლში უნდა გავატაროთ, მაშინ მას სახლში გავატარებთ, არც მე მსურს, ეს მოხდეს, რადგან ჩვენ გვსურს მონაწილეობა მივიღოთ საერთო საეკლესიო ცხოვრებაში, მაგრამ სანამ ეს საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სიცოცხლისთვის ასე ჯობს”, – ამის შესახებ ბერძენმა მიტროპოლტმა ანთიმოზმა განაცხადა.
ალექსანდრუპოლის მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრს ეკლესიისადმი სწორი დამოკიდებულება აქვს, პატივისცემას იჩენს და ამიტომ ეკლესიას ვალდებულია დაემორჩილოს მის გადაწყვეტილებებს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სააღდგომოდ სადღესასწაულო წირვა მრევლის გარეშე ჩაეტარებინათ.






















