
საქართველოში გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცულია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცულია, განსაკუთრებით, როგორც თქვენ ბრძანეთ, წესების დაცვით თუ იქნება ეს ყველაფერი და არავის მოუვა აზრად ექსტრემალური ნაბიჯების გადადგა, რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არის გარანტირებული”, – განაცხადა პრემიერმა.























