16:36 | 2021-04-06 ავტორი: Prime Time

პრემიერი ელოდებოდა თავისი ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პროცესის დაწყებას – ნინო გიორგობიანი 

პრემიერი ელოდებოდა თავისი ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პროცესის დაწყებას – ნინო გიორგობიანი 

„პრემიერ-მინისტრი ელოდებოდა თავისი ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პროცესის დაწყებას“,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც გიორგობიანი ამბობს, პრემიერ-მინისტრის აცრასთან დაკავშირებით უკვე ბევრი კითხვა დაისვა.

 

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრს დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, იგი თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება. ასევე, გატარდა ყველა ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, რაც განსაზღვრულია პროტოკოლით.

 

ინფორმაცია მათთვის, ვინც ფართებს აქირავებს - კონტროლი მკაცრდება
2021-04-06ინფორმაცია მათთვის, ვინც ფართებს აქირავებს - კონტროლი მკაცრდება

 

კითხვები დაისვა, რატომ არ აიცრა აქამდე პრემიერ-მინისტრი. მინდა განვმარტო, რომ ამ შემთხვევაში პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომელზეც იყო განსაზღვრული პრიორიტეტული ვაქცინაცია და შესაბამისად ელოდებოდა თავისი ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.

 

 

პ.ს. მე გუშინ გეგმურად ჩამიტარდა PCR ტესტი, კორონავირუსი არ დამიდასტურდა. ყველას მადლობა მხარდაჭერისთვის“,- წერს ნინო გიორგობიანი.

 

ცნობისთვის, პრმიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ავტორი: Prime Time

X