00:22 | 2021-12-25 ავტორი: Prime Time

პრემიერი: შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს – უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ

პრემიერი: შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს – უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შობას ულოცავს ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ დღესასწაულს.

„შობას ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს. ქრისტიანული სამყაროსთვის შობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, რომელსაც მშვიდობის, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით.

 

გილოცავთ, ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ ყველას!“ – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია ქრისტეშობას ზეიმობს.

ავტორი: Prime Time

X