
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელსი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
ზაზა გახელაძე თავისუფალია! – წერს პრემიერი.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი რარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახში რამდენიმე დღის წინა პირადად იმყოფებოდა და ოჯახს პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ქართველის ოკუპანტებისგან გასათავისუფლებლად.
გავრცელებული ინფორმაციით, გახელაძე სამხრეთ ოსეთის ე.წ-მა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
ასევე დაგაინტერესებთ:






















