
თბილისიდან ბერლინის მიმართულებით „ჯორჯიან ეარვეისის“ კუთვნილი თვითმფრინავი აფრინდება და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დააბრუნებს.
გვიან ღამით, მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ „აირზენას“ დირექტორი მკაცრად გააკრიტიკა.
არავის არ დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა და თუ კონკრეტული კომპანიები არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. აი ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.






















