
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“,- წერს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ- მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა.























