22:18 | 2020-05-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

პრეპარატ „რემდესივირზე“ ჯანმო მასშტაბურ კვლევას იწყებს

პრეპარატ „რემდესივირზე“ ჯანმო მასშტაბურ კვლევას იწყებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, „რემდეს​ივირი“ არ ინიშნება ყოველთვის, ის ინიშნება მძიმე პაციენტებში.

 

მისი თქმით, ამ ეტაპზე პრეპარატზე ჯანმო-ს მასშტაბურ კვლევას იწყებს.

 

„ჯერჯერობით, ის რომ არსებობდეს მყარი მტკიცებულებები და კვლევები რომ რემდესივირს აქვს განსაკუთრებული როლი COVID19 მკურნალობაში, ანუ მას ჰქონდეს დაახლოებით ისეთი როლი, როგორც სოფოსბუვირს C ჰეპატიტის მკურნალობაში, როცა ის სრულად კურნავს და მოქმედებს ამ ვირუსზე.

 

არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო კვლევები და ამიტომაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ჩაატაროს რემდეს​ივირზე მულტიდისციპლინური კვლევა.

 

მრავალ ქვეყანაში და დაადასტუროს ან უარყოს ამ პრეპარატის სარგებლიანობა. ან რამდენად მოქმედებს ამ ვირუსზე.

 

რა რაოდენობის „რემდესივირს“ მიიღებს საქართველო
2020-05-13რა რაოდენობის „რემდესივირს“ მიიღებს საქართველო

 

ამ ტიპის კვლევას დღეს ჰქვია სოლიდარობის კვლევა. რომელსაც კოორდინირებას უწევს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. ის ჩატარდება ბევრ ქვეყანაში და მათ შორის ჩართულია საქართველოც.

 

როგორც ვიცი, ამ კვლევის დიზაინი დასრულებულია და მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებში ექიმების ტრენინგი, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კვლევა“ , – აღნიშნა გამყრელიძემ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X