
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საჭიროა ყველა რეკომენდაციის დაცვა.
მისი თქმით, სახელმწიფომ დროულად მიიღო საჭირო ზომები.
„მინდა, საქართველოს მოქალაქეებს გადავცეთ განწყობა, რომ ვირუსთან დაკავშირებით საჭიროა საკითხისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა და სიფრთხილე. საჭიროა რეგულაციების გათვალისწინება, რაც უნდა მკაცრი იყოს ის. საჭიროა მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მივუდგეთ საკითხს, რათა არ გავრცელდეს ვირუსი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი,ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან რეგიონში განხორციელებულ სამუშაოებთან, კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
გუბერნატორის ინფორმაციით, სამეგრელოში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა თვითიზოლაციაში იმყოფება იტალიიდან ჩამოსული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, მესტიაში კი, იტალიის 4 მოქალაქე.
ავტორი: თეა შონია






















