
პრეზიდენტმა კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
პრეზიდენტის განცხადებით, 7 ნოემბერს კობა დავითაშვილის დაჯილდოება სიმბოლურია, რადგან მან საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას და სამართლიანობას.
“დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით და ქართველის ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას კობა დავითაშვილის, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლის მიმართ, იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას და სამართლიანობას”,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების ერთ-ერთი დაზარალებულია. ყოფილი დეპუტატი, 2020 წლის 2 დეკემბერს 49 წლის ასაკში ე.წ. ბეხტერევის დაავადებით გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია “იმედის” დარბევიდან 14 წელი გავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ:
ვიდეო: პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების კადრებს ასაჯაროებს
პროდუქტები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი იღებს – პენიტენციური სამსახური ფოტოებს ავრცელებს
ციხესთან აქციის დროს მამაკაცი შეუძლოდ გახდა – ის კლინიკაში გარდაიცვალა
„არ მინდა დავიჯერო, რომ სანდრა ცრუობდა” – რას ახსენებენ სააკაშვილის მეუღლეს
ორგანიზმში ვირუსის გავრცელება შეწყდება – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს ცერცვაძე






















