08:37 | 2021-12-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პრეზიდენტმა კობა დავითაშვილის ოჯახს ღირსების მედალი გადასცა, რომლითაც პოლიტიკოსი გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა

პრეზიდენტმა კობა დავითაშვილის ოჯახს ღირსების მედალი გადასცა, რომლითაც პოლიტიკოსი გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილის ოჯახს ღირსების მედალი გადასცა.

 

„დღეს კობა დავითაშვილი აქ რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ის ეროვნული თანხმობის პროცესის ამ წამოწყებაში ჩემს გვერდით იქნებოდა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

 

პრეზიდენტმა თავად კობა დავითაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ღირსების მედლით 7 ნოემბერს დააჯილდოვა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X