
8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა პატიმრები უნდა შეიწყალოს
ოქრიაშვილმა სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესი ჩიხშია მოქცეული და პრეზიდენტმა „ეს ჩიხი უნდა გახსნას“.
„ჩვენ გვყავს ზეპარტიული, კონსტიტუციით ყოველ შემთხევაში, ზეპარტიული პრეზიდენტი. ამიტომ პრეზიდენტმა, ჩემი აზრია, უნდა შეიწყალოს ეს ხალხი და გამოუშვას. რატომ? მთავარი ამოცანაა, რომ 2020 წელს ჩვენ მივიღოთ ისეთი არჩევნები, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ დასვას არავინ“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.
მისივე თქმით, ის არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭიროს მხარის. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ამბობს, რომ ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას არც მისი თანაგუნდელი ენზელ მკოიანი აპირებს.






















