17:53 | 2020-05-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

Video: პრეზიდენტმა ქართული არ იცის და მაინც ვერ გაიგებს, რას მიმართავენ – გიორგი ვაშაძე

Video: პრეზიდენტმა ქართული არ იცის და მაინც ვერ გაიგებს, რას მიმართავენ – გიორგი ვაშაძე

მაშინ, როცა მსჯავრდებული ირაკლი ოქრუაშვილი შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს არ მიმართავს, მმართველმა გუნდმა უნდა მიმართოს თუ არა პრეზიდენტს პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე…

 

ჟურნალისტების ამ შეკითხვაზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერიმ გიორგი ვაშაძე ასე პასუხობს:

 

„უნდათ მიმართონ, უნდათ მომართონ.

 

ქართული ენა პრეზიდენტმა არ იცის და მაინც ვერ გაიგებს, რას მიმართავენ. გამომდინარე აქედან, ამის გადაწყვეტის გზები არსებობს“, – აცხადებს ვაშაძე.

 

დღეს „ლეიბორისტულ პარტიაში“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

 

ლიდერებმა ერთიანი განცხადება შეიმუშავეს, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X