
არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თავმჯდომარე, ანა აბაშიძე პრაიდის კვირეულზე რიონის ხეობის მცველების განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პრიმიტიული აზროვნება, ერთ ჭრილში დანახული კეთილდღეობა და ნულოვანი თანაგრძნობა – ესაა ამ განცხადების დამწერების, მათი კონსულტანტების პრობლემა. რთული აღმოჩნდა სხვის თემებზე გულითადი პოზიციის ქონა, მაგრამ თავისაზე მჯიღს იცემენ გულში. ასე მუშაობს უმრავლესობის დიქტატი ყველგან.”, – წერს ანა აბაშიძე.
ცნობისთვის, „რიონის ხეობის მცველები” პრაიდის კვირეულს გაემიჯნენ და განაცხადეს, რომ „პრაიდი დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას”.
ამასთან, 1-დან 5 ივლისის ჩათვლით საქართველოში პრაიდის კვირეული იმართება, რომლის დროსაც ლგბტქ თემის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. მათ შორის „ღირსების მარში”.
პრაიდის კვირეულს საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება და 5 ივლისს მასშტაბურ კონტრაქციას აანონსებენ.
ასევე ნახეთ: „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს ეროვნულ ერთობას!“ – რიონის ხეობის მცველების საგანგებო განცხადება






















