
71 წლის პრინც ჩარლზი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ bbc ავრცელებს.
ჩარლზის მეუღლემაც გაიკეთა ტესტი, თუმცა მას კორონავირუსი არ დაუდგინდა. მიუხედავად ამისა, ისიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
სასახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ჩარლზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ის მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მისდევდა.
კლარენს ჰაუსმა, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ დაადასტურა, რომ უელსის პრინცი თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება.
პრინც ჩარლზი იზოლაციაში 7 დღის მანძილზე იმყოფებოდა. ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, დედოფალმა ბოლოს ის 12 მარტს ნახა.






















