14:43 | 2020-03-25 ავტორი: ანეტი მიქელაძე

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა, ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

 

ბრიტანეთის ტახტის 71 წლის მემკვიდრეს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. „სხვა მხრივ ის თავს ჯანმრთელად გრძნობს“, – აცხადებს ბუკინგების სასახლის წარმომადგენელი. პრინცი შოტლანდიაში თვითზიოლაციაში იმყოფება.

 

BBC-ის ცნობით, ჩარლზის მეუღლე, კორონავირუსზე უკვე შეამოწმეს და მას უარყოფითი პასუხი მიუვიდა.

 

ლონდონში აცხადებენ, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ საიდან გადაედო კორონავირუსი პრინც ჩარლზს, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში მან ბევრ საჯარო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X