
პრინცი ჰარი სავარაუდოდ, პრინცი ფილიპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცერემონიას მეგან მარკლიც დაესწროს. ამის მიზეზი მარკლის ორსულობაა.
„საინტერესოა დაესწრება თუ არა პრინცი ჰარი დაკრძალვის ცერემონიას. მე მგონია რომ კი. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა მეგანის ჩამოსვლის საკითხი. ორსულობის გამო მას ურჩევენ ფრენისგან თავი შეიკავოს“,- განაცხადა სამეფო ოჯახის ბიოგრაგმა, ანჯელა ლევინმა.
ცნობისთვის, პრინცი ფილიპი 9 აპრილს, 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.























