20:07 | 2021-06-06 ავტორი: ალექსი ქამადაძე

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს გოგონა შეეძინათ

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს გოგონა შეეძინათ

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ბავშვი შეეძინათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ახალშობილი გოგოა, რომელსაც ლილიბეტი (ლილი) დაარქვეს.

 

მეგანმა პარასკევს დილით, კალიფორნიაში სანტა ბარბარას საავადმყოფოში იმშობიარა.

 

წყვილის განცხადებით, მეორე შვილს ლილიბეთი დიდი ბებიის გამო დაარქვეს, მას სამეფო ოჯახში სწორედ ასე ეძახიან. მეორე სახელი – დიანა კი ბებიის, ლედი დის ხსოვნის პატივსაცემად შეარჩიეს.

 

ახალშობილი ლილიბეთი, დედ-მამის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 7 ფუნტსა და 11 უნციას იწონის.

 

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქალიშვილი სამეფო ოჯახის ტახტის სიაში რიგით მერვე მემკვიდრეა.

 

წყვილისთვის ეს მეორე შვილია. მათი ვაჟი არჩი 2 წლისაა.

 

 

„არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს...“; „ჩემზე ძალადობდნენ...“; „ვსვამდი, ნარკოტიკებს ვიღებდი...“ -  ოპრა, ლედი გაგა, პრინცი ჰარი  საკუთარ მენტალურ პრობლემებზე საუბრობენ
2021-05-24„არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს თავს...“; „ჩემზე ძალადობდნენ...“; „ვსვამდი, ნარკოტიკებს ვიღებდი...“ - ოპრა, ლედი გაგა, პრინცი ჰარი საკუთარ მენტალურ პრობლემებზე საუბრობენ
ავტორი: ალექსი ქამადაძე

X