18:01 | 2020-12-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

პრინც მაჩაბელის ოქროთი მოვარაყებული სუნამო “მაჩაბელი” უკვე თბილისშია

პრინც მაჩაბელის ოქროთი მოვარაყებული სუნამო “მაჩაბელი” უკვე თბილისშია

ხელოვნების ნიმუშების მოყვარულებს ხელოვნების მუზეუმი სიახლეს სთავაზობს. დამთვალიერებლებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ – ექსპონატებს სუნამო “მაჩაბელის” ფლაკონი და ძვირფასი სამეჯლისო აქსესუარი დაემატა. ეს ნივთები მუზეუმს საჩუქრად ემიგრანტმა ნინა ტარასაშვილმა გადასცა.

 

ამ სასიამოვნო სიახლის შესახებ ხელოვნების მუზეუმი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.

 

“ხელოვნების სასახლეს ჰყავს ერთი გამორჩეული მეგობარი, სახელოვანი მშობლების შვილი, ქართული ემიგრაციის საუკეთესო წარმომადგენელი, მუდამ ახალგაზრდა და ენერგიული ქალბატონი ნინა ტარასაშვილი.

 

დღეს ქალბატონი ნინა მუზეუმში გვეწვია და უძვირფასესი საჩუქრები გადმოგვცა მუზეუმისათვის. ქალბატონი ტარასაშვილის კოლექციაშია პრინც მაჩაბელის მიერ გამოშვებული სუნამო „მაჩაბელის“ ერთ-ერთი პირველი ფლაკონი, გაფორმებული ულამაზესი ორნამენტებითა და ოქროს ვარაყით.

 

 

 

საჩუქრებს შორისაა სპილოს ძვლისა და ოქროსაგან დამზადებული სამეჯლისო აქსესუარი, მუზეუმმა ასევე საჩუქრად მიიღო საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას უნიკალური გრავიურების კოლექცია.

 

საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი დიდი მადლიერებით იღებს ქალბატონი ნინა ტარასაშვილის ამ ძვირფას საჩუქრებს, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლის ეს მამულიშვილური ქმედება საამაყოა და მისაბაძი.” – წერს მუზეუმის ადმინისტრაცია.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X