20:07 | 2021-04-13 ავტორი: Prime Time

პრინცი ფილიპის გარდაცვალების ამბის დეტალური გაშუქების გამო BBC-მ 100,000-ი საჩივარი მიიღო

პრინცი ფილიპის გარდაცვალების ამბის დეტალური გაშუქების გამო BBC-მ 100,000-ი საჩივარი მიიღო

პრინცი ფილიპის გარდაცვალების ამბის დეტალური გაშუქების გამო BBC-მ 100,000-ი საჩივარი მიიღო. ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაციამ თავისი ჩვეული გრაფიკი მას შემდეგ დაარღვია, რაც ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვლაბის შესახებ გახდა ცნობილი. ამ ამბიდან 24 საათის განმავლობაში BBC-ის რადიო და სატელევიზიო არხებმა პრინცი ფილიპის ცხოვრების ამსახველ ისტორიას სპეციალური გადაცემები მიუძღვნა.

 

მაყურებლების ნაწილი იმედგაცრუებული იყო, როცა მათი საყვარელი შოუები, მათ შორის მასტერშეფი პრინცი ფილიპისთვის მიძღვნილი პროგრამების გამო ეთერში არ გავიდა.

ავტორი: Prime Time

X