
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ Harper’s Bazaar- ი წყვილის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ არჩი უფროსი ძმა გახდება. სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ბედნიერები არიან, რომ მეორე შვილს ელოდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვრცელდება წყვილის ახალი ფოტოც.
ავტორი: მირანდა ტყემალაძე






















