11:01 | 2021-11-10 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

პრინცი ჰარი სახლში ბრუნდება, მეგანსა და შვილებს კი შეერთებულ შტატებში დატოვებს – უცხოური მედია

პრინცი ჰარი სახლში ბრუნდება, მეგანსა და შვილებს კი შეერთებულ შტატებში დატოვებს – უცხოური მედია

გამოცემა Marieclarie წერს, რომ პრინცი ჰარი ბრიტანეთში ცოლისა და შვილების გარეშე აპირებს დაბრუნებას. ეს გადაწყვეტილება დედოფალ ელისაბედის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.

 

როგორც უცხოური მედია იუწყება, დედოფალი ბოლო დროს თავს სულ უფრო ცუდად გრძნობს, ჰარი კი იძულებულია, დაბრუნდეს სამშობლოში, რათა შეასრულოს საკუთარი მოვალეობა.

„ასეთებმა მომცეს თბილისიდან წასვლის მოტივაცია“ - თინა კანდელაკი პოსტს აქვეყნებს
2021-11-10„ასეთებმა მომცეს თბილისიდან წასვლის მოტივაცია“ - თინა კანდელაკი პოსტს აქვეყნებს

მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ დატოვა ოჯახი და მეგანთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, ის თითქმის ყველა სამეფო მოვალეობისგან გათავისუფლდა. ის აგრძელებს სახელმწიფო მრჩევლის მოვალეობას პრინც ჩარლზის, პრინც უილიამის და პრინც ენდრიუს მსგავსად.

 

სწორედ ეს ოთხეული, თუ მონარქი ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას, უნდა გახდეს ქვეყნის დროებითი მმართველი, რადგან სწორედ ისინი არიან 21 წელს გადაცილებული პირველი პირები მემკვიდრეთა სიაში.

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოქტომბერში დედოფალ ელისაბედს ერთი ღამის გატარება საავადმყოფოში მოუწია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ის სასახლეში საკუთარი მანქანით დაბრუნდა და საჭესაც თავად მართავდა, ცნობილია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.

 

ამიტომ სამეფო სასახლის ექსპერტები ირწმუნებიან, რომ პრინცი ჰარი მალე სახლში გაფრინდება და მეგან მარკლსა და შვილებს კი შეერთებულ შტატებში დატოვებს.

 

მას ძალიან ენატრებოდა ბებია და ოცნებობს, რომ მომავალი არდადეგები მის კომპანიაში გაატაროს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X