13:08 | 2020-06-03 ავტორი: თამთა თორდია

პროდუქტები გაძვირდა! – საქსტატის უახლესი მონაცემები

პროდუქტები გაძვირდა! – საქსტატის უახლესი მონაცემები

2020 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი. – ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

 

ერთი წლის განმავლობაში ხილი 47%-ით, რძის ნაწარმი 25%-ით, ხორცპროდუქტები 13.5%-ით, პურპროდუქტები კი 9.2 პროცენტით გაძვირდა.

 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.58 პროცენტული პუნქტით აისახა.

 

კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

 

ხილი და ყურძენი (47.1 პროცენტი)

 

რძე, ყველი და კვერცხი (24.6 პროცენტი)

 

თევზეული (17.1 პროცენტი)

 

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.5 პროცენტი)

 

ყავა, ჩაი და კაკაო (13.9 პროცენტი)

 

ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.5 პროცენტი)

 

ზეთი და ცხიმი (13.1 პროცენტი)

 

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.5 პროცენტი)

 

პური და პურპროდუქტები (9.2 პროცენტი)

 

ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი).

 

ამასთან, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 4.6 პროცენტით.

 

ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.9 პროცენტი).

 

 

ავტორი: თამთა თორდია

X