19:39 | 2020-12-28 ავტორი: Prime Time

პროფესორი რეზო სტურუა კორონავირუსით გარდაიცვალა 

პროფესორი რეზო სტურუა კორონავირუსით გარდაიცვალა 

პროფესორი რეზო სტურუა გარდაიცვალა. ის კორონავირუსმა იმხსვერპლა.

 

Ჩემი რეზო სტურუა გარდაიცვალა კაცი: მეგობრობის, კაცობის, ალალმართლობის, სიქველის, ერთგულების ეტალონი.

 

Რეზოს მზე აღარ ამოვა წავკისის ცაზე, სიყვარულით სავსე რეზოს გული ულმობელმა ვირუსმა შეაჩერა.

 

Მშვიდობით რეზო- როგორი იმედი გვქონდა რომ მალე შევხვდებოდით, შევხვდებოდით შენთან, მეგობრობის ტაძარში, მაგრააამ.

 

Გავა წლები და ჩვენ ერთმანეთს კვლავ შევხვდებით- მე ამის მჯერა, “შეხვედრამდე” კი შენი ლექსებით მოგესიყვარულებით

 

რ ე ზ ო  ს ტ უ რ უ ა

 

დილა წავკისში

ამ დილით, მითხრეს, მზე თურმე,

ტყვედ ჩავარდნილა

გომბორთან,

ამიტომ, ჩვეულებრივად,

დღეს ცაზე ვერ ამოგორდა.

არც მიკვირს, რახან არა ჩანს

ის, მადლით ცხოველ-მყოფელი,

დრო რომ იხელთა ნისლმა და

რძეში ჩაძირა სოფელი“,- წერენ ახლობლები.

ავტორი: Prime Time

X