
ბრიტანელმა პროფესორმა, რომლის რეკომენდაციითაც დიდ ბრიტანეთში მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს, კარანტინი თავად დაარღვია. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემა წერს, რომ ეპიდემიოლოგ ნილ ფერგიუსონთან კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის პერიოდში სულ მცირე ორჯერ იმყოფებოდა მეგობარი ქალი.
მომხდარის გამო ფერგიუსონმა გაერთიანებული სამეფოს მთავრობასთან მოქმედი საბჭო დატოვა. სკოტლანდ იარდში პროფესორის საქციელს „სამწუხარო“ უწოდეს, თუმცა ჯარიმის გამოწერაზე უარი თქვეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსომა კი ფერგიუსონის მიერ მთავრობასთან მოქმედი საბჭოს დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას „სწორი ნაბიჯი“ უწოდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფერგიუსონი თავადაც იყო კორონავირუსით ინფიცირებული. თავის განცხადებაში პროფესორმა ბოდიში მოიხადა.
„მე ვიხელმძღვანელე იმით, რომ ტესტის დადებითი შედეგის შემდეგ ორი კვირა სახლში, მკაცრ კარანტინში გავატარე და იმუნიტეტი მქონდა“, – წერს პროფესორი.






















