18:22 | 2020-07-07 ავტორი: ალექსი ქამადაძე

პროკურატურამ სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ სურამში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ი.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ივლისს, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, ი.ქ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს – თ.რ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად თ.რ. ადგილზე გარდაიცვალა.

 

საწყალმა გოგომ სული დედის ხელში დალია - რას ყვებიან მეზობლები სურამში მომხდარ მკვლელობაზე
2020-07-06საწყალმა გოგომ სული დედის ხელში დალია - რას ყვებიან მეზობლები სურამში მომხდარ მკვლელობაზე

 

„სამართალდამცველებმა ი.ქ. იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა.

 

ბრალდების მხარემ ი.ქ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

ცნობისთვის, შემთხვევა 6 ივლისს მოხდა. 33 წლის თიკო რუსიას მკვლელობაში მისივე მეუღლე, 35 წლის ილია ქურდაძეა ეჭვმიტანილი.

 

გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომლებიც, მეზობლების გადმოცემით, მკვლელობის მომენტში სახლში იმყოფებოდნენ.

 

„პრაიმტაიმმა“ გაარკვია ისიც, რომ ბრალდებული წარსულში ნარკოდანაშაულისთვის იყო ნასამართლევი.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X