20:56 | 2021-12-20 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია 

პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

 

„პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს. ბოლო დღეებია ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

თენგიზ ცერცვაძე: ვარაუდობენ, რომ ვაქცინები „ომიკრონისგან“ განსაკუთრებით იცავს, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა
2021-12-20თენგიზ ცერცვაძე: ვარაუდობენ, რომ ვაქცინები „ომიკრონისგან“ განსაკუთრებით იცავს, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა

ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანი ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათ შორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესი გრძელდება და პრეზიდენტი შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ასევე ნახეთ: 

 

ვის გადაეცემა 1090 ბინა, უპრეცენდენტოდ შეღავათიანი პირობებით – ნახეთ ჯგუფი, რომელიც პრემიერმა დაასახელა

 

ყველაზე პოზიტიურმა ადამიანმა დაგვტოვა… გუშინ ლუკა წავიდა ამ ქვეყნიდან, დღეს დილით ნიკა“ – ტრაგედია ბათუმში

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X