
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბანზე მივიდა. კობახიძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
როგორც კობახიძემ თქვა, „ქართული ოცნება“ იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც წინასაარჩევნოდ გეგმა ჰქონდა.
„დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერმა ჩაიაროს მშვიდად. ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ, რომ ამისი საშუალება მისცეს თავის ამომრჩეველს. პროვოკაციებს ველოდებით, თუმცა ყველა გაფრთხილებული გვყავს, რომ არ დაუპირისპირდნენ არც ერთი ფორმით პროვოკაციას.
დღეს, 2 ოქტომბრს საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებია. ამომრჩევლები ქვეყნის მასშტაბით 64 მერს და ასევე, 64 საკრებულოს 2 068 წევრს აირჩევენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.
მერის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. თუ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ვერცერთმა კანდიდატმა ეს ნიშნული ვერ გადალახა, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები























