00:20 | 2021-12-04 ავტორი: Prime Time

პური ძვირდება? – რას პასუხობს ლევან სილაგავა

პური ძვირდება? – რას პასუხობს ლევან სილაგავა

პურის ფასთან დაკავშირებით ორი გამოწვევაა მოსალოდნელი – რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტის კვოტირება და წლის ბოლოს, პირველადი მოხმარების პროდუქტების მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირების პროგრამის დასრულება, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

 

„ველოდებით ორ გამოწვევას. ეს არის რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე კვოტირება. მცურავმა ბაჟმა საკმაოდ სერიოზული უარყოფითი ტენდენციები გამოიწვია, ახლა კი 15 თებერვლიდან 1-ელ ივნისამდე, რუსეთის მიერ კვოტირების მექანიზმის ამუშავება ემატება, რაც ნიშნავს, რომ გამოცხადდება რაოდენობა ხორბლის, რომელიც მათთვის სამყოფი იქნება და მხოლოდ იმ რაოდენობას გაიტანს.

 

მეორე გამოწვევა იქნება ის, რომ წლის ბოლოს მთავრდება ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა, რაც გულისხმობდა იმას, რომ წლის დასაწყისში ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქტებს აწარმოებდნენ, გაძვირებული ელექტროენერგიის ნახევარი დაუსუბსიდირეს. ეს პროგრამა მთავრდება და ცხადია, ეს პურის ფასზე აისახება“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

 

 

ავტორი: Prime Time

X