15:11 | 2020-03-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

პუტინი მე მხედავს, როგორც ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას რეგიონში – სააკაშვილი

პუტინი მე მხედავს, როგორც ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას რეგიონში – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პასუხობს და სოციალურ ქსელში პოსტს წერს.

ჩემი წარმატება, რომელმაც პრეზიდენტობა შემანარჩუნებინა, ანადგურებს იდეას, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია იზრუნოს თავის სამეზობლოზე

„პუტინი მე მხედავს, როგოც ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას რეგიონში. უკვე 8 წელია რაც აღარ ვარ პასუხისმგებელი, მაგრამ ის მაინც ჩემზე ლაპარაკობს. მიზეზი მარტივია – მე ვედექი სათავეში ყველაზე წამატებულ გარდაქმნებს პოსტსაბჭოთა სამყაროში“, – ამბობს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საინფორმაციო სააგენტო TASS-თან საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა. მან ასევე სააკაშვილი შესახებ იალაპრაკა და თქვა, რომ „იგი გამუდმებით დარბის მოედნიდან მოედანზე, სახურავზე, როგორც შინაური კატა“.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X