
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ტელეფონით დაუკავშირდნენ.
მათ „სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს“ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებთან დაკავშირებით და ერთმანეთს განუმარტეს ქმედებები, თუ როგორ ებრძვიან ვირუსს თავის ქვეყანაში.
ქვეყნების ლიდერებმა ამ საკითხზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.
გარდა ამისა, ტრამპმა და პუტინმა ნავთობის ფასზეც ისაუბრეს და ერთმანეთს შეჰპირდნენ, რომ მათი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებს ამ საკითხთან დაკავშირებით კონტაქტი ექნებათ.
ჟურნალისტების კითხვაზე, გაიზიარებს თუ არა ტრამპი პუტინის პოტენციურ თხოვნას და შეუწყვეტს რუსეთს სანქციებს, ამერიკის ლიდერს პასუხი არ გაუცია, მაგრამ აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებით კვლავ მკაცრად იქცევა.
ამავე თემაზე იხილეთ:























