13:49 | 2020-05-05 ავტორი: Prime Time

პუტინმა კიმ ჩენ ინი დააჯილდოვა

პუტინმა კიმ ჩენ ინი დააჯილდოვა

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების იუბილესთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

საელჩოს ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს ჯილდო გადაეცა, დიდი წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ საბჭოთა მოქალაქეთა მარადიული ხსოვნისთვის, აგრეთვე სამარხების და მემორიალების შენარჩუნებისთვის.

 

რუსეთის ელჩმა მედალი სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს გადასცა.

 

ავტორი: Prime Time

X