
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთელი აპრილი დასვენებად გამოაცხადა.
ის ობიექტები და დაწესებულებები, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის, მთელი აპრილის განმავლობაში არ იმუშავებს. ინფორმაციას ტელეარხი „დოჟდი“ ავრცელებს.
პუტინმა განაცხადა, რომ 28 მარტიდან 5 აპრილამდე გამოცხადებული არდადეგები აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.
ჩვეულ რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ აფთიაქები, მაღაზიები, საავადმყოფოები და წარმოებები.
რუსეთში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 3,548 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 30 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 235.
დაგაინტერესებთ:
























