
კალიფორნიის ქალაქი საკრამენტო, ამჟამად ახალი კორონავირუსის აფეთქების ერთ-ერთი ცენტრალური ტერიტორიაა.
ოლქში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სულ მცირე 71 ადამიანი დაინფიცირდა, რომლებიც ბეთანიის სლავურ მისიონერულ ეკლესიაში წირვას დაესწრო.
CBS-ის ადგილობრივი მედია წერს, რომ უმეტესობა ეკლესიამ გაითვალისწინა რეკომენდაციები და მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, მაგრამ სლავური მისიონერული ეკლესია ისევ ატარებს შეკრებებს.
მრევლიდან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო პასტორი დაინფიცირდა.
ბოლო მონაცემებით, ამერიკაში ვირუსს უკვე 5 138 ადამიანი ემსხვერპლა. შტატებში ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება – 213 000 დაინფიცირებული.
მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსის დაინფიცირების რიცხვი მილიონს გადასცდა.






















