17:57 | 2021-01-23 ავტორი: Prime Time

ქალაქ ცაგერისა და სოფელ გვესოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ცაგერისა და სოფელ გვესოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში ქალაქ ცაგერისა და სოფელ გვესოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

პროექტით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 435 178 ლარი.

 

სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება. სამუშაოებს აწარმოებს შ.პ.ს „ელიტ ბილდერს გრუპი“. სამუშაოების შესრულების ყველა ეტაპზე მიმდინარეობს ხარისხის მონიტორინგი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების,შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მიერ.

 

ინფრასტრუქტურული პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად ლეჩხუმის ამ ერთ-ერთი ულამაზესი ისტორიული სოფლის გზის პრობლემა საფუძვლიანად მოგვარდება.

ავტორი: Prime Time

X