
ქალაქ წნორში დამატებით კიდევ 4 ახალი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის მიხედვით გზები დაიგება „ჭავჭავაძის“,“სიხაშვილის“, „არსენას“ და „მეგობრობის“ ქუჩებზე.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
შეგახსენებთ, რომ ამის გარდა წნორში „სარაჯიშვილის,“„მოსულიშვილის,“ „ახმეტელის“ და „ბარათაშვილის“ ქუჩების გზების რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს.
(NS)






















