
ჩინეთის პროვინცია უჰანში, სადაც კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო პირველი მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. ინფორმაციას The guardian ავრცელებს.
ღონისძიება უჰანის აკვაპარკში ჩატარდა და მას ათიათასობით ადამიანი დაესწრო. ფესტივალის ამსახველი რამდენიმე კადრი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ფაქტს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მაგალითად, ავსტრალიურმა გაზეთებმა აღნიშნული ღონისძიება შემდეგი სახელწოდებით დაასათაურეს: „ჩინეთის დიდი წვეულება“, უჰანში სიცოცხლის სანაპიროა, მსოფლიო კი ვირუსის ფასს იხდის“…
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობა და კონკრეტულად უჰანის პროვინცია თავის დროზე კორონავირუსის გავრცელების დაფარვაში დაადანაშაულეს.
ამ დროის მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 84 939 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 6 634 ადამიანი დაიღუპა, 79 881 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.























