16:54 | 2021-07-12 ავტორი: Prime Time

ქალბატონი პრეზიდენტი ყველაზე ადეკვატურია – გიორგი ფხაკაძე

ქალბატონი პრეზიდენტი ყველაზე ადეკვატურია – გიორგი ფხაკაძე

ქალბატონი პრეზიდენტი ყველაზე ადეკვატურია ამ სიტუაციაში. ჩემი სათქმელი თქვა, – ასე ეხმაურება ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მან ლექსო ლაშა გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

„პოლიტიკური პოლარიზაცია ამ კონკრეტულ სიტუაციაში საერთოდ არაადეკვატურია. იცით რომ არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ უჯერ მხარეს. სიმართლე მაინც გაიმარჯვებს!

 

ვინმეს თუ არ მოგწონთ ჩემი მოსაზრება დიდი თხოვნა მაქვს კომენტარებს ნუ წერთ, უბრალიდ წაშალეთ/დაბლოკეთ ჩემი გვერდი … მე მაინც წავშლი/დავბლოკავ

 

ძალადობა არ არის გამოსავალი… ძალადობა ქმნის ძალადობას … სიყვარული ქმნის სიყვარულს,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

სალომე ზურაბიშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სახლში მივიდა და გარდაცვლიის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
2021-07-11სალომე ზურაბიშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სახლში მივიდა და გარდაცვლიის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

 

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სახლში გუშინ მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.

 

„საავადმყოფოში ვინახულე თავის დროზე და მართლა არ მეგონა, რომ დღეს აქ მოვიდოდი ამ ტრაგედიისა და მწუხარების გასაზიარებლად. დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ უნდა დამთავრდეს, ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს. მე არ ვარ არც პოლიცია, არც გამოძიება, მაგრამ ვიცი, რომ ეს არის აუცილებელი. მინდა თქვენ ჟურნალისტებს და არა მხოლოდ თქვენ, მთელი საზოგადოების წუხილია, მთელ საზოგადოებას ვუზიარებ დღევანდელ ტრაგედიას”,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

 

ავტორი: Prime Time

X