
ქალმა გარდაცვლილი მეუღლის სხეული, თითქმის ერთი წელი საძინებელში შეინახა.
ბარბარა უოთერსი ირწმუნება, რომ მას არ სურდა მისი მეუღლის ცხედარი გაეკვეთათ და სამედიცინო კვლევებისთვის გამოეყენებინათ.
ბარბარას თქმით, მის მეუღლეს, პოლს სიკვდილამდე აღუნიშნავს, თუ როგორ ეშინოდა გარდაცვალების შემდეგ, თავისი სხეულის გაკვეთის. უოთერსმა დაადასტურა ისიც, რომ მის ქმარს დაავადება ჰქონდა, რის გამოც შეიძლებოდა ექიმებს ნდომებოდათ სხეულის გაკვეთა კვლევის წარმოებისათვის.
Crime Online-ის თანახმად, ფედერალურმა სასამართლომ მოთხოვნა უარყო გარდაცვლილის გვამის ცოლისათვის გადაცემის თაობაზე, იმის შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა პოლ ბარტონის სხეული საძინებელში, საყინულეში აღმოაჩინეს. ხელისუფლების ცნობით, ბარტონი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
საქმე მისურის შტატში ნაპოვნი გვამის შესახებ, გარდაცვლილის მეუღლემ – ბარბარა უოთერსმა სახელმწიფოს წინააღმდეგ წააგო. The Joplin Globe-ის ინფორმაციით, ბარბარა, თავისი ქმრის სხეულის დასაბრუნებლად ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ამასთან, იგი არც იმას ამბობს, სხეულს დაბრუნების შემთხვევაში, მას რას მოუხერხებს.
ავტორი: ამუკა ქორიძე






















