00:32 | 2021-01-20 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ქალი, რომელმაც 60 კილოგრამის დაკლება მოახერხა, დიეტის საიდუმლოს ამხელს

ქალი, რომელმაც 60 კილოგრამის დაკლება მოახერხა, დიეტის საიდუმლოს ამხელს

ნატალი ნაადრევად დაორსულდა – 20 წლისა. ახალგაზრდა გოგონამ სწრაფად დაიწყო წონის მომატება. ბავშვი ვადაზე ცოტა ადრე დაიბადა. მალე ახალგაზრდა დედას უთხრეს, რომ მის შვილს აუტიზმი ჰქონდა.

 

„ყველანაირად ვცდილობდი, მოვრგებოდი ახალ რეალობას. ლეიტონის ყველა საჭიროების დაკმაყოფილება საკმაოდ რთული იყო და ამას საკუთარი თავის უგულებელყოფით ვაკეთებდი “, – იხსენებს ნატალი.

 

სიტუაცია მიუშვა და სამი წლის შემდეგ სარკის წინ იდგა ჭარბწონიანი, დაღლილი ქალი და საკუთარი ანარეკლის რცხვენოდა. მიხვდა, რომ დრო იყო, ემოქმედა, მაგრამ როგორ მოეხერხებინა ძველი ფორმების დაბრუნება?

 

 

ნატალიმ დილაობით 2 კილომეტრის გავლით დაიწყო, თან შვილის ეტლს მიაგორებდა.

 

„თავიდან ამას მთელი ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ შევძელი! შემდეგ მეორედ უფრო გამიადვილდა და მივხვდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი“, – ამბობს გოგონა.

 

 

ეს გარდამტეხი მომენტი იყო: ნატალიმ გადაწყვიტა ხანგრძლივი გასეირნების შერწყმა ჯანსაღ კვებასთან. დროთა განმავლობაში, ამას სპორტულ დარბაზში ვარჯიშიც დაემატა.

 

ახლა ახალგაზრდა დედას გაცილებით მეტი ძალა და ენერგია აქვს, რომ მიხედოს თავის შვილს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში მან 60 კგ დაიკლო და ახლა  წარმატებით ართმევს თავს მუშაობასა რეგულარულ სპორტს. თუმცა, ფიზიკური დატვირთვა არ არის ერთადერთი, რაც დაეხმარა ნატალის ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაში და ასეთი ფანტასტიკური შედეგების მიღწევაში.

 

 

„ადრე უბრალოდ არ მაინტერესებდა, რას ვჭამდი და რამდენ წყალს ვსვამდი. ახლა ძირითადად ხილსა და ბოსტნეულს ვჭამ, ხორცს და ბევრ წყალს ვსვამ“, – ამბობს გოგონა. მისი თქმით, ასეთი დიეტა ძალიან დაეხმარა გახდომაში.

 

ახლა ნატალი 75 კგ-ს იწონის. მისი რჩევა ძალიან მარტივად ჟღერს:

„უბრალოდ, რამე დაიწყე. პირველი ნაბიჯი გადადგი და ეს უკვე დაგეხმარებათ, ბევრად უკეთესად იგრძნოთ თავი. თუ მართლა დატვირთული დღე მაქვს, ვიცი, რომ სპორტული დარბაზი ამას გამოასწორებს. დროთა განმავლობაში ეს მართლაც დიდ თერაპიად იქცევა“.

 

 

 

 

 

წყარო: dailymail.co.uk

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X