11:30 | 2021-04-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი მოკლა, სასამართლომ გაათავისუფლა (თურქეთი)

ქალი, რომელმაც მოძალადე ქმარი მოკლა, სასამართლომ გაათავისუფლა (თურქეთი)

ორი შვილის დედა, 31 წლის მელექ იპეკი, რომელმაც საკუთარი მეუღლე მოკლა თურქეთის სასამართლომ გაათავისუფლა.

 

როგორც თურქული მედია საშუალებები წერენ, ახალგაზრდა ქალი სისტემატიური ძალადობის მსხვერპლი იყო. მას მეუღლე შიშველს სცემდა, აუპატიურებდა და არაადამიანურად ეპყრობოდა.

 

მელექ იპეკმა სასიკვდილოდ დაჭრა, რის შემდეგაც იგი პოლიციამ დააკავა.

 

ორი შვილის დედამ პატიმრობაში 108 დღე გაატარა.

 

იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავედ სცნობდნენ, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მოსამართლე დაეთანხმა იმ არგუმენტს, რომ მკვლელობა თავდაცვის მიზნით მოხდა და ქალი გაათავისუფლა.

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X