12:15 | 2021-05-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ლაგოდეხში 85 წლის ქალის ცხედარი იპოვეს – „შეუმჩნეველ ადგილას ნახეს“

ლაგოდეხში 85 წლის ქალის ცხედარი იპოვეს – „შეუმჩნეველ ადგილას ნახეს“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაში დაკარგული ქალი, გარდაცვლილი იპოვეს.

 

85 წლის თალიკო მექოშვილს, ახლობლები და ოჯახის წევრები, ათი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

 

გარდაცვლილის შვილის, ბიძინა პოსოშვილის თქმით, მოხუცის ცხედარს სოფელთან ახლოს მიაგნეს.

 

„ჩვენმა თანასოფლელებმა იპოვეს. ისეთ შეუმჩნეველ ადგილას იყო, შეიძლება იქ ვმოძრაობდით კიდეც და ვერ შევამჩნიეთ. შვილის გარდაცვალების შემდეგ, ავად იყო. ახლა იქ პოლიცია იმყოფება და ცხედართან ჯერ არ მივსულვართ“, – განაცხადა პოსოშვილმა.

 

ხანდაზმული ქალი, სახლიდან 27 აპრილს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

 

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან.

 

გარდაცვლილის ცხედარს, გურჯაანში, სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროში გადაასვენებენ.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

 

 

„პირველივე დღიდან შენთვის და შენი პატარასთვის ვლოცულობდით“ - რას წერენ კოლეგები 34 წლის მასწავლებელზე, რომელიც ახალშობილ ჩვილთან ერთად კოვიდმა იმსხვერპლა
2021-05-08„პირველივე დღიდან შენთვის და შენი პატარასთვის ვლოცულობდით“ - რას წერენ კოლეგები 34 წლის მასწავლებელზე, რომელიც ახალშობილ ჩვილთან ერთად კოვიდმა იმსხვერპლა
ავტორი: სალომე ნეფარიძე

X