11:02 | 2021-09-02 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ქალის დაბეტონებული ცხედარი და მოულოდნელად გაუჩინარებული პარტნიორი – რა მოხდა კიპარისიაში

ქალის დაბეტონებული ცხედარი და მოულოდნელად გაუჩინარებული პარტნიორი  – რა მოხდა კიპარისიაში

კიპარისიაში მომხდარმა ამბავმა საზოგადოება შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, ერთ-ერთი სახლის ტერიტორიაზე ნაპოვნია ქალის ცხედარი, რომელსაც ზემოდან ცემენტი ჰქონდა დასხმული – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

 

ამ სახლში ცხოვრობდა მოხუცი მამაკაცი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მისმა ოჯახმა საცხოვრებლის მომვლელად ახალგაზრდა მამაკაცი დაიქირავა, რომელიც ამავე სახლში 42 წლის მონიკასთან ერთად დასახლდა. რამდენიმე დღის წინ, ქალი გაუჩინარდა და მისმა მეგობარმა მამაკაცმა სახლის მეპატრონეებს განუცხადა, რომ სამშობლოში რუმინეთში ბრუნდებოდა…

 

ოჯახმა მონიკას გაუჩინარება საეჭვოდ მიიჩნია და ძებნა დაიწყეს… ის მოკლული აღმოჩნდა, ცხედარი ბეტონის საფარის ქვეშ იპოვეს…

 

რუმინელი მამაკაცი ქონებას წლების განმავლობაში პატრონობდა და ცხადია, ამაში ხელფასს იღებდა. სახლის მეპატრონეების თქმით, ის მოულოდნელად გაქრა, განაცხადა, რომ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო. სწორედ ამ დროს გაუჩინარდა მონიკაც.

 

ქალის ბიძაშვილი მამაკაცის დაუყოვნებლივ მოძებნას ითხოვს, რადგან ფიქრობს, რომ ის თავისუფლად შეილება იყოს ეჭვმიტანილი. იმასაც ამბობს, რომ ის სახლიდან ისე წავიდა, თან ბევრი რამ არ წაუღია, რაც მისი აზრით ნიშნავს, რომ გაუჩინარებას ჩქარობდა.

 

პოლიციას ეს სახლი ადრეც აქვს შემოწმებული, თუმცა, როგორც ჩანს, მაშინ ვერაფერი იპოვეს. ადგილზე დაბრუნებულმა მეპატრონეებმა კი, წმენდისას შენიშნეს ახლად დასხმული ცემენტი, რომელიც დანარჩენ ნაწილს არ შეესაბამებოდა, გათხრის შედეგად საზარელი სურათის წინაშე დადგნენ – ბეტონის ქვეშ ქალის ცხედარი აღმოჩნდა…

 

ამ დროისთვის მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, დამტკიცებული კი ჯერჯერობით არაფერია.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X