
საზღვრისპირა სოფელ ფახულანში ახლადგახსნილი ავეჯის მაღაზია, წუხელ ღამით მთლიანად დაიწვა.
ადგილზე მუშაობდა ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, თუმცა მაღაზიაში არსებული ავეჯის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თუ რა გახდა, ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობდნენ.
დაიწვა, დაახლოებით 80 ათასი ლარის საქონელი.
ავეჯის მაღაზია დაბა ჯვარში მცხოვრები ქალის საკუთრებაში იყო და მან აქ საქონელი 2 დღის წინ მოიტანა.
ავტორი: თეა შონია
ასევე დაგაინტერესებთ:






















